ადელ ბაშქავი თავის წიგნში აღგვიწერს ჩერქეზებისთვის მიყენებულ უბედურებებს და თუ როგორ გადაურჩნენ ისინი რუსეთ-ჩერქეზეთის ომის დროს ფიზიკურ განადგურებასა და სრულ გადაშენებას –

9de969fc-b79b-404e-bb1b-4d158b3320ad-2

**FOR IMMEDIATE RELEASE**

EDITORS: For review copies or interview requests, contact:

Marketing Services

Tel: 888-795-4274

Fax: 812-355-4079 

Email: MarketingServices(at)xlibris(dot)com

(When requesting a review copy, please provide a street address.)


ადელ ბაშქავი თავის წიგნში აღგვიწერს ჩერქეზებისთვის მიყენებულ უბედურებებს და თუ როგორ გადაურჩნენ ისინი რუსეთ-ჩერქეზეთის ომის დროს ფიზიკურ განადგურებასა და სრულ გადაშენებას –
„ჩერქეზული სასწაული: ერს ვერც ცარიზმი, ვერც კომისარიატი და ვერც რუსეთი ვერ შეაჩერებს“

ნ. ოისტერ ბეი – ადელ ბაშქავი, რომელიც ეთნიკური ჩერქეზია, აქტიურად მოღვაწეობს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. იგი მრავალი წლის განმავლობაში ჩერქეზული პრობლემის მრავალ საკითხს ნაყოფიერად იკვლევდა. მისი მიზანია, დაიცვას ჩერქეზი ერის ლეგიტიმური უფლებები, რაც, მისი აზრით, მინავლებულია ათწლეულების განმავლობაში. ამის გამო ავტორს წინა პლანზე, სათაურად გამოაქვს მთავარი სათქმელი – “ჩერქეზული სასწაული: ერს ვერც ცარიზმი, ვერც კომისარიატი და ვერც რუსეთი ვერ შეაჩერებს” (გამოქვეყნებულია Xlibris-ის მიერ).

ნაშრომზე მუშაობისას ა. ბაშქავი ეყრდნობოდა დღემდე გამოქვეყნებულ ფაქტებსა და მოგონებებს, რომლებშიც დამოწმებულია მრავალი წყარო და სანდო ლიტერატურა, მრავალრიცხოვან კომენტარებთან და ჩერქეზული სტატუსის შესაბამის იდეებთან ერთად. დეტალური ინფორმაციის სიღრმისეულმა ანალიზმა მყარად დაარწმუნა მკვლევარი იმაში, რომ საჭირო და აუცილებელი იყო გამოაშკარავება, საფუძვლიანი გამოკვლევა და გამომზეურება ყველა იმ ფაქტისა, რომლებიც თითოეულმა ჩერქეზმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს. მისი ადრესატი არის ხალხი, რომელმაც უნდა განსაზღვროს მოქმედების შემდგომი კურსი, რათა მოითხოვოს ჩერქეზი ერის ყურადღების მიღმა დარჩენილი და უგულებელყოფილი უფლებების აღდგენა. არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტების რაოდენობამ იმთავითვე მიიპყრო მისი ყურადღება და სწორედ ამან განაპირობა მეტწილად, რომ სინათლის შუქზე გამოიტანა წინამდებარე ნაშრომი.

”წიგნი ეხება ძირითად და მნიშვნელოვან თემებსა და მოვლენებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა რუსეთ-ჩერქეზეთის ომის დროს, რომლის შესახებაც ხალხმა უნდა იცოდეს სრული სიმართლე, რადგან ეს ფაქტი უკვე მოხდა და მისი შედეგები ჯერ კიდევ გადაუჭრელია”, – აღნიშნავს ბაშქავი. ”ეს არის მრავალი განზომილების მიზეზი, რომელთაგანაც უმთავრესი არის ჩერქეზი ერის ურყევი კავშირი სამშობლოსა და დიასპორას შორის, რომელიც, როგორც უმცირესობა, დღევანდელი მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაშია მიმოფანტული. ეს კავშირი არასდროს გაწყვეტილა და აშკარად წმინდა და ემოციურ ხასიათს ატარებს”.

გამოცემის “ჩერქეზული სასწაული: ერს ვერც ცარიზმი, ვერც კომისარიატი და ვერც რუსეთი ვერ შეაჩერებს” მიზანია, მკითხველმა გაიცნოს და შეაფასოს ისტორიული ფაქტები იმ ტრაგედიებისა, რომლებიც ჩერქეზმა ერმა განიცადა და, ყველა მცდელობის მიუხედავად, ისინი მაინც გადაურჩნენ განადგურებასა და გადაშენებას.

“ჩერქეზული სასწაული: ერს ვერც ცარიზმი, ვერც კომისარიატი და ვერც რუსეთი ვერ შეაჩერებს ”
ადელ ბაშქავი
ყდა | 6 x 9in | 1,198 გვერდი | ISBN 9781796076875
ელექტრონული წიგნი | 1,198 გვერდი | ISBN 9781796076851
ხელმისაწვდომია Amazon and Barnes & Noble-ზე.

ავტორის შესახებ

ადელ ბაშქავი – დაიბადა იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს დედაქალაქ ამანში, სადაც მისი დიდი ბაბუა იძულებით ემიგრაციაში აღმოჩნდა, ჩერქეზული გენოციდის გამო. ბ-ნი ადელი სწავლობდა ჯერ იორდანიაში, ხოლო შემდგომ შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში. 39 წლის განმავლობაში, პენსიაზე გასვლამდე, მუშაობდა სამოქალაქო პილოტად. იგი რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს, თარგმნის დოკუმენტებს, ავრცელებს ინფორმაციებს, კითხულობს ლექციებს, იღებს მონაწილეობას კონფერენციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში.

Share Button